Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბოლო ინფორმაცია დიბალას ტრავმასთან დაკავშირებით

არგენტინულმა წყაროებმა ცოტა ხნის წინ პაულო დიბალას ტრავმასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გაავრცელეს, რომელიც იუვენტუსის ქომაგებს გაახარებს.

დიბალამ დაზიანება ურუგვაისთან მატჩის მსვლელობისას მიიღო და მოედნის დატოვება პირველი ტაიმის შემდეგ მოუწია, თუმცა როგორც არგენტინული მედია იუწყება, ტურინელების მარგალიტს სერიოზული დაზიანება არ აქვს და დიდი ალბათობით ის სერია ა-ს მომდევნო ტურში ლაციოს წინააღმდეგ თამაშს მოახერხებს.

ბენტანკურს რაც შეეხება, რომელიც ასევე ურუგვაი – არგენტინას მატჩის მსვლელობისას დაშავდა, სერიოზული არც მისი ტრავმა აღმოჩნდა, მაგრამ მას კუნთის გაჭიმულობა აქვს და უცნობია, მოახერხებს თუ არა ლაციოს წინააღმდეგ თამაშს.