Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბოლო ინფორმაცია დონარუმას და ჩალჰანოღლუს კონტრაქტებთან დაკავშირებით

ჯიჯო დონარუმა მილანთან შეთანხმებასთან ახლოს არის და იტალიელი კიპერი დიავოლოსთან ახალ კონტრაქტს სულ მალე გააფორმებს, ჩალჰანოღლუსთან მიმართებაში კი სიტუაცია უფრო რთულად არის.

მილანმა დონარუმას ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ სეზონში 6.5 მილიონი ევრო შესთავაზა, რაც ფეხბურთელის მოთხოვნილ 7.5 მილიონთან ძალიან ახლოს არის და დიდი ალბათობით ჯიჯო ახალ კონტრაქტს ახალ წლამდე მოაწერს ხელს. ერთადერთი პრობლემა ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა რჩება, რომლის ჩადებაც მის აგენტს, მინო რაიოლას სურს და მას ძალა იმ შემთხვევაში ექნება, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას ვერ მოახერხებს.

ჩალჰანოღლუს რაც შეეხება, სიტუაცია არც თუ ისე პოზიტიურია. Gazzetta dello Sport-ის მტკიცებით, მილანმა ფეხბურთელს სეზონში 3 მილიონი ევრო შესთავაზა, რომლის გაზრდასაც არ აპირებს, ჰაკანი კი სეზონში 6 მილიონ ევროს ითხოვს.

ჩალჰანოღლუს გაფორმების სურვილი არაერთმა იტალიურმა თუ ევროპულმა გრანდმა გამოთქვა და თუ მილანი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდამდე მასთან ახალ კონტრაქტს ვერ გააფორმებს, გუნდებს თურქ ფეხბურთელთან მოლაპარკაებების წამოწყება შეეძლებათ.