Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბოლო ინფორმაცია ზლატანის კონტრაქტთან დაკავშირებით

ბოლო პერიოდში მილანის და ზლატანის მოლაპარაკებები კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით არც თუ ისე სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა.

ამის მიზეზი კი შვედი ფეხბურთელის მოთხოვნილი 7.5 მილიონი ევრო იყო, რომლის გადახდასაც გუნდი არ აპირებდა, თუმცა MilanNews-ის ინფორმაციით, გუშინ მხარეებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს და წყაროს მტკიცებით, ზლატანი ახალ კონტრაქტს ორშაბათს გააფორმებს. სწორედ ამ დღეს ბრუნდება მილანი Milanello-ზე იბრას ბედიც მაშინ გაირკვევა.

ლეგენდარული შვედი ფეხბურთელი მილანს იანვარში შეუერთდა და მისი მისვლა გუნდს მაშინვე დაეტყო. პანდემიის შემდეგ დიავოლომ 12 თამაშიდან 9 მოიგო და 3 ფრედ დაასრულა, იბრამ კი 10 გოლის გატანა მოახერხა და გუნდს ევროპა ლიგის საგზური მოაპოვებინა.

Leave a Reply

Your email address will not be published.