Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბოლო ინფორმაცია იბრას, კიაერის და დიასის შესახებ…

ჯანლუკა დი მარციომ მილანის ტრავმირებული ფეხბურთელების, ზლატან იბრაჰიმოვიჩის, სიმონ კიაერის და ბრაჰიმ დიასის შესახებ ისაუბრა.

დი მარციოს ინფორმაციით, დიასს, რომელმაც ატლეტიკოსთან მატჩის მსვლელობისას მუხლის არეში დისკომფორტი იგრძნო, არანაირი დაზიანება არ აქვს და ის სავარაუდოდ მომდევნო მატჩისთვის მზად იქნება.

პოზიტიური სიახლეა სიმონ კიაერთან დაკავშირებითაც. წყაროს ინფორმაციით, გამოცდილი დანიელი უკანახაზელი ატალანტას წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის მზად იქნება.

იბრაჰიმოვიჩს რაც შეეხება, ის ჯერ კიდევ გუნდისგან განცალკევებით, დარბაზში ვარჯიშობს და მისი მოედანზე დაბრუნება სანაკრებო პაუზამდე გამორიცხულია. შვედეთის მწვრთნელმა დაადასტურა, რომ მათ იბრა გამოიძახეს, მაგრამ 39 წლის ფორვარდმა შესაძლოა ნაკრებს უარი უთხრას და სარეაბილიტაციო პროცესი გააგრძელოს.