Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბოლო ინფორმაცია იბრას ტრავმასთან დაკავშირებით

CAIRATE, ITALY - JULY 10: Zlatan Ibrahimovic of AC Milan during the training session at Milanello on July 10, 2021 in Cairate, Italy. (Photo by Pier Marco Tacca/AC Milan via Getty Images)

ზლატან იბრაჰიმოვიჩი ოპერაციის შემდეგ ვარჯიშს განაგრძობს და შვედ ფეხბურთელს იმედი აქვს, რომ სეზონის სტარტისთვის ის სათამაშოდ მზად იქნება.

39 წლის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ტრავმა გასულ სეზონში მაისში, იუვენტუსთან მატჩის წინააღმდეგ მიიღო, რის გამოც მას დაახლოებით 1 თვის წინ მარცხენა მუხლზე ოპერაცია ჩაუტარდა.

Gazzetta dello Sport-ის ინფორამციით, ზლატანის აღდგენითი პროცედურა იმაზე უკეთ მიმდინარეობს, ვიდრე ამას ექიმები ელოდნენ და სავარაუდოდ იბრა ვარჯიშს 1 კვირის შემდეგ განაახლებს. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, ის 22 აგვისტოსთვის სათამაშოდ მზად უდნა იყოს…