Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბოლო ინფორმაცია იბრას ტრავმასთან დაკავშირებით

ზლატან იბრაჰიმოვიჩმის სარეაბილიტაციო პროცესი ოპერაციის შემდეგ წარმატებით მიმდინარეობს და იმატებს იმის შანსი, რომ ვეტერანმა ფროვარდმა სეზონის სტარტისთვის მოედანზე დაბრუნება მოახერხოს.

Tuttosport-ის ცნობით, 39 წლის ლეგენდარული შვედი ფეხბურთელი Milanello-ზე 8 ივლისს გამოცხადდება და ვარჯიშს ექიმების დაკვირვების ქვეშ დაიწყებს, თუ ყველაფერი კარგად წავიდა მას აგვისტოს დასაწყისისთვის მოედანზე ბურთთან ერთად დართავენ ვარჯიშის უფლებას და სეზონის სტარტისთვის დიდი ალბათობით მზად იქნება.