Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბოლო ინფორმაცია იმობილეს ტრავმასთან დაკავშირებით

იტალიური მედიის ინფორმაციით, ლაციოს ფორვარდს ჩირო იმობილეს კუნთის დაბალი ხარისხის დაჭიმულობა დაუდგინდა და ის იუვენტუსის წინააღმდეგ თამაშს ვერ მოახერხებს, ნაპოლისთან მატჩი კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

აძურის ფორვარდმა ტრავმა იტალიის ნაკრებთან ერთად ვარჯიშის დროს მიიღო, რის გამოც მან შვეიცარიასთან მატჩი უკვე გამოტოვა და ჩირო გუნდს ვერც ხვალ, ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ დაეხმარება.

Sky Sport Italia-ს ცნობით, იმობილეს თამაში იუვეს წინააღმდეგ გამორიცხულია, ის განმეორებით ტესტს მომდევნო კვირის ბოლოს გაივლის და ამის შემდეგ გაირკვევა, მოახერხებს თუ არა ნაპოლის წინააღმდეგ თამაშს.