Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბოლო ინფორმაცია ინტერის ლაზარეთიდან

იტალიური წყაროების ინფორმაციით, ინტერს სერია ა-ს მომდევნო ტურში, რომელიც შუა კვირაშია ჩანიშნული, ჩილელი ფეხბურთელების დუეტი ალექსის სანჩესი და არტურო ვიდალი უბრუნდებიან.

სანჩესი ინტერს კუნთის ტრავმის გამო ვერ ეხმარებოდა, ვიდალს კი გრიპის სიმპტომები ჰქონდა და გასულ ტურში თამაში ვერ მოახერხა, მაგრამ FcInterNews-ის ცნობით, ორივე მათგანი თავს უკეთ გრძნობს და ისინი სიმონე ინძაგის განკარგულებაში დაბრუნდნენ.

დე ვრეის რაც შეეხება, რომელიც ასევე ტრავმირებული გახლავთ, ბენეამატას დახმარებას ვერც სპეციასთან შეძლებს და ნიდერლანდელი უკანახაზელი სავარაუდოდ განაცხადში რომას წინააღმდეგ მატჩში მოხვდება.