Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბოლო ინფორმაცია ინტერის ლაზარეთიდან

Gazzetta dello Sport-მა ინტერის ტრავმირებულ ფეხბურთელებზე ბოლო ინფორმაცია გაავრცელა.

წყაროს ცნობით, ალექსის სანჩესმა, რომელმაც ტრავმა რომასთან მატჩში მიიღო და კონტეს მისი შეცვლა 35-ე წუთზე მოუწია, დღეს გამოკვლევა ჩაუტარდა და მას საბედნიეროდ კუნთს ტრავმა არ დაუდასტურდა, ამიტომ მისი თამაში იუვენტუსის წინააღმდეგ გამორიცხული არ არის.

არტურო ვიდალი კვლავ გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობს და მისი თამაში ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თითქმის გამორიცხულია.

ალექსანდრ კოლაროვს კი ხერხემლის თიაქარზე ოპერაცია გაიკეთა და სავარაუდოდ 35 წლის ვეტერანს ინტერის მაისურით ვეღარ ვიხილავთ, რადგან მას გუნდთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნერაძურიმ ახალი ხელშეკრულება შესთავაზოს.

მართალია ინტერმა ისტორიაში მე-19 სკუდეტო უკვე მოიპოვა, მაგრამ ნერაძურის მეტოქე მათი დაუძინებელი მტერი იუვენტუსია და ეჭვგარეშეა, რომ კონტე ამ შეხვედრაში გამარჯვებას შეეცდება, იუვე კი თავის მხრივ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის და ერთადერთი დადებითი შედეგი მათთვის 3 ქულის მოპოვება იქნება.