Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბოლო ინფორმაცია კალაბრიას ტრავმასთან დაკავშირებით

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანს დავიდე კალაბრია მინიმუმ 2 მატჩი დააკლდება.

MilanNews-ის ინფორმაციით, დავიდე კალაბრიას დაბრუნების თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მას მინიმუმ ფიორენტინასა და ატლეტიკოს წინააღმდეგ მატჩების გამოტოვება მოუწევს.

სტეფანო პიოლის გუნდს დეკემბრის ბოლომდე ჩემპიონთა ლიგასა და სერია ა-ში 9 მატჩის გამართვა მოუწევს და ჯერჯერობით უცნობია, რამდენ მათგანს გამოტოვებს იტალიელი უკანახაზელი.

პიოლისთვის საბედნიეროდ, გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა ალესანდრო ფლორენციმ, თუმცა რამდენად მოასწრებს ის ფორმის დაბრუნებას რთული სათქმელია.