Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბოლო ინფორმაცია კიაერის ტრავმასთან დაკავშირებით

MilanNews-ის ინფორმაციით, ისმაელ ბენასერი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაბრუნებასთან ახლოს არიან, თუმცა სიმონ კიაერს მოცდა მოუწევს.

კიაერმა მარჯვენა ბარძაყის კუნთზე ტრავმა სელტიკთან მატჩში მიიღო და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია.

წყაროს ინფორმაციით, კიაერი 2020 წელს მაქსიმუმ ერთ თამაშში მიიღებს მონაწილეობას. როსონერი მის დაბრუნებას 23 დეკემბერს, ლაციოსთან მატჩში ელოდება, რომელიც სან სიროზე გაიმართება.