Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბოლო ინფორმაცია კიელინის მომავალთან დაკავშირებით

ევროპის ჩემპიონატი დასრულდა, თუმცა ჯორჯო კიელინის მომავალთან დაკავშირებით სიახლე კვლავ არ ისმის.

იუვენტუსის ლეგენდარულ კაპიტანს გუნდთან კონტრაქტი 30 ივნისს გაუვიდა და ყველა ვარაუდობდა, რომ ის ახალ ხელშეკრულებას ბიანკონერისთან ევროპის ჩემპიონატის დასრულებისთანავე გააფორმებდა, თუმცა ტურინელები ჯორჯოს დაბევებას მომდევნო სეზონისთვის არ ჩქარობენ.

ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი ფეხბურთელის აგენტმა დავიდე ლიპიმ გააკეთა.

„ჯორჯო მშვიდად არის. კიელინიმ ევროპის ჩემპიონატზეც დაამტკიცა, რომ მას უმაღლეს დონეზე თამაში კიდევ შეუძლია, ამიტომ ის კარიერის დასრულებას არ აპირებს.

„კიელინის პრიორიტეტი იუვენტუსში დარჩენაა, მაგრამ კონტრაქტის გასაფორმებლად ორი მხარება საჭირო და ჯერჯერობით ჩვენ იუვენტუსიდან არავინ დაგვკავშირებია.“