Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბოლო ინფორმაცია კორეას ინტერში ტრანსფერთან დაკავშირებით

ედინ ჯეკო ინტერის ფეხბურთელი უახლოეს საათებში ოფიციალურად გახდება, თუმცა ნერაძური კდიევ ერთ ფორვარდის დამატებას გეგმავს და მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ლაციოს ხოაკინ კორეა გახლავთ.

La Repubblica-ს ცნობით, ინტერმა კორეასთან პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა, თუმცა გუნდებს შორის სატრანსფერო ღირებულებაზე შეთანხმება ვერ ხერხდება და სხვაობა შეთავაზებულ და მოთხოვნილ თანხებს შორის საკმაოდ დიდია.

წყაროს ცნობით, ინტერმა ბიანკოჩელესტის 26 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა მარადიული ქალაქის მკვიდრები 40 მილიონ ევროს ითხოვენ.

სიმონე ინძაგის ლაციოდან არც თუ ისე სასიამოვნოდ წასვლის შემდეგ, ლაციო დათმობაზე წასვლას ჯერჯერობით არ აპირებს და ფეხბურთელის სურვილის მიუხედავად, ისინი სხვა წინადადებების განხილვას არ აპირებენ.