ბოლო ინფორმაცია მილანის ლაზარეთიდან…
სამპდორიასთან ურთულესი მატჩის შემდეგ, სტეფანო პიოლის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გასამართი შეხვედრისთვის ემზადება, რომელშიც იტალიური გრანდის მეტოქე ზაგრების დინამო იქნება.
მილანს, რომელსაც ბოლო პერიოდში გამუდმებით ტრავმების ფონზე თამაში უწევს, დანაკლისის გარეშე არც ახლა იქნება.
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ანტე რებიჩმა და დივოკ ორიგიმ დღეს კვლავ გუნდისგან განცალკევებით ივარჯიშეს და დინამოსთან მატჩში მონაწილეობას ვერც ერთი მათგანი ვერ მიიღებს.
საბედნიეროდ, გუნდს უბრუნდება რადე კრუნიჩი, რომელმაც სრული დატვირთვით ივარჯიშა და ის ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის როსონერის განაცხადში იქნება.