Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბოლო ინფორმაცია მილანის ლაზარეთიდან იუვესთან მატჩის წინ

ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ისმაელ ბენასერი, მატეო გაბია და ალექსის საელემაეკერსი იუვენტუსთან მატჩის წინ ინდივიდუალურად ვარჯიშს განაგრძობენ.

როსონერი სერია ა-ს ჩემპიონებს 6 იანვარს დაუპირისპირდება, თუმცა იბრაჰიმოვიჩის თამაში ამ შეხვედრაში გამოირიცხა. დიდი ალბათობით, შვედი 18 იანვარს, კალიარის წინააღმდეგ დაბრუნდება.

მატჩში მონაწილეობას დიდი ალბათობით ვერც ბენასერი და მატეო გაბია მიიღებენ და ერთადერთი, რომლის ბედიც ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, ეს საელემაეკერსია.

იუვენტუსთან ვერც სანდრო ტონალი ითამაშებს, რომელმაც გასულ ტურში წითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიცირებული გახლავთ.