Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბოლო ინფორმაცია მილანის ლაზარეთდან

მილანს წინ ორი უმნიშნელოვანესი მატჩი ელოდება და Gazzetta dello Sport-მა როსონერის ლაზარეთიდან ბოლო ინფორმაცია გაავრცელა.

წყაროს ინფორმაციით, სანდრო ტონალი, ტეო ერნანდესი და ანტე რებიჩი მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ თამაშს მოახერხებენ.

ისმაელ ბენასერს, მარიო მანჯუკიჩს და ჰაკან ჩალჰანოღლუს დამატებითი გამოკვლევები დღეს ჩაუტარდებათ და გუნდის სამედიცინო შტაბი იმედოვნებს, რომ აღნიშნული ტრიო სერია ა-ში ნაპოლის წინააღმდეგ თამაშს მოახერხებს.

იბრაჰიმოვიჩს რაც შეეხება, მისი მდგომარეობა უახლოეს დღეებში შეფასდება და გაირკვევა, მოახერხებს თუ არა ის მანჩესტერის წინააღმდეგ განმეორებით მატჩში მონაწილეობის მიღებას.