Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბოლო ინფორმაცია მილანის ლაზარეთიდან

იტალიურმა გამოცემა MilanNews-მა ფრანკ კესის და ზლატან იბრაჰიმოვიჩის ტრავმებთან დაკავშირებით ისაუბრა.

წყაროს ინფორამციით, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა, მაგრამ ჯერჯერობით ის სრული დატვირთვით არ ვარჯიშობს და სავარაუდოდ, სანაკრებო პაუზის შემდეგ გუნდის დასახმარებლად მზად იქნება.

კესის რაც შეეხება, ის ინდივიდუალურად ვარჯიშს განაგრძობს და უახლოეს დღეებში განმეორებითი გამოკვლევა ჩაუტარდება, რის შემდეგაც გაირკვევა ზუსტი დრო, თუ როდის დაბრუნება ის მოედანზე.