ბოლო ინფორმაცია მილანის ლაზარეთიდან
მოკლე საშობაო შვებულების შემდეგ, მილანი ვარჯიშს დღეს განაახლებს, თუმცა გუნდი სრული შემადგენლობით არ იქნება.
MilanNews-ის ინფორმაციით, ისმაელ ბენასერის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის და მატეო გაბიას თამაში ბენევენტოს წინააღმდეგ, რომელიც 3 იანვარს გაიმართება, ფაქტობრივად გამორიცხულია, რადგან სამედიცინო შტაბს რისკზე წასვლა არ სურს.
ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც შესაძლოა ტრავმის მორჩენა მოასწროს, სიმონ კიაერია. დანიელმა ფეხბურთელმა ტრავმა 3 დეკემბერს, სელტიკთან მატჩის დროს მიიღო. წყაროს ინფომრაციით, შესაძლოა პიოლიმ ბენევენტოსთან მისი მოედანზე შეშვება არ გარისკოს და იუვენტუსთან მატჩს დაელოდოს, რომელიც 6 იანვარს გაიმართება.