Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბოლო ინფორმაცია ნიკოლო ძანიოლოს ტრავმასთან დაკავშირებით

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, რომას შემტევი ნიკოლო ძანიოლო დღეს ავსტრიაში გაემგზავრა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, მას იანვრიდან სირბილის უფლებას მისცემენ.

ძანიოლომ მარცხენა მუხლის ჯვარედინი იოგები ერთა ლიგის მატჩში, ჰოლანდიის წინააღმდეგ გაიწყვიტა, 8 თვით ადრე კი ანალოგიური ტრავმა მას მარჯვენა მუხლზე ჰქონდა…

გამოცემის ინფორმაციით, ფეხბურთელის აღდგენითი პროცესი კარგი ტემპით მიმდინარეობს. ფეხბურთელი დღეს პროფესორ ფინკს ეწვია, რომელმაც სექტემბერში ნიკოლოს ოპერაცია გაუკეთა და ტესტის პოზიტიური პასუხის შემთხვევაში, ნიკოლო ინდივიდუალურ ვარჯიშს იანვრიდან განაახლებს.