Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბოლო ინფორმაცია პელეგრის და ლეაოს ტრავმებთან დაკავშირებით

მილანს წინ ლივერპულთან უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება ელოდება, თუმცა სტეფანო პიოლი ამჯერადაც ტრავმების გამო დასუსტებული შემადგენლობით იასპარეზებს.

როსონერის ლაზარეთს ბოლო ტურის შემდეგ პიეტრო პელეგრი და რაფაელ ლეაო შეუერთდნენ, რომლებმაც დღეს კიდევ ერთი სამედიცინო შემოწმება ჩაიტარეს.

პელეგრის მარჯვენა ფეხზე მომზიდველი კუნთის დაზიანება დაუდასტურდა, მას კიდევ ერთი შემოწმება 10 დღეში ჩაუტარდება, რის შემდეგაც მისი მოედანზე დაბრუნების სავარაუდო თარიღი გვეცოდინება.

ლეაოს რაც შეეხება, მან მარჯვენა ბარძაყის კუნთის მცირე ხარისხის დაზიანება აქვს, რაც სერიოზული არ არის, მაგრამ მისი თამაში ლივერპულის წინააღმდეგ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.