Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბოლო ინფორმაცია რებიჩი – დიასის ტრავმებთან დაკავშირებით

ცოტა ხნის წინ იტალიურ მედიაში რებიჩი-დიასის ტრავმებთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გავრცელდა.

როსონერის ევროპა ლიგაზე ბელგრადში გაფრენა და ცვერნა ზვეზდასთან თამაში მოუწევს, შემდეგ კი სერია ა-ში მილანური დერბი და რომასთან მატჩი ელოდება.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ბრაჰიმ დიასი დიდი ალბათობით როგორც ევროპა ლიგის მატჩს, ასევე მილანურ დერბისაც გამოტოვებს და შესაძლოა ვერც რომასთან ითამაშოს.

უახლოეს დღეებში ესპანელ ფეხბურთელს განმეორებითი ტესტი ჩაუტარდება და უფრო ზუსტად მისი დაბრუნების დრო ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

ანტე რებიჩის სიტუაცია კი უფრო პოზიტიურია. ფეხბურთელმა შესაძლოა ევროპა ლიგის მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღოს, მაგრამ ის მილანური დერბისთვის წესით მზად უნდა იყოს…