Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბოლო ინფორმაცია ტომორის ტრავმასთან დაკავშირებით

როგორც ცოტა ხნის წინ მოგახსენეთ, ფიკაიო ტომორი ფიორენტინასთან მატჩში მილანის განაცხადში შეყვანილი არ არის და ის გუნდის დახმარებას ვერ შეძლებს.

ანტონიო ვიტელოს ინფორმაციით, ტომორის ბარძაყის დაზიანება აქვს, თუმცა მილანის სამედიცინო შტაბი იმედოვნებს, რომ ინგლისელი ფეხბურთელი ატლეტიკოსთან მატჩისთვის მზად იქნება, ფიორენტინასთან მატჩში კი პიოლი რომანიოლი-კიაერის დუეტის იმედად იქნება.