Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბოლო ინფორმაცია ტონალის ტრავმასთან დაკავშირებით

ტორინოსთან მატჩი სანდრო ტონალიმ ტრავმის გამო გამოტოვა და არის საშიშროება იმისა, რომ იტალიელმა ფეხბურთელმა ვერც მომდევნო მატჩში მიიღოს მონაწილეობა.

ტონალიმ მარცხენა მუხლის დაზიანება მილანელოზე, ვარჯიშის დროს მიიღო და MilanNews-ის ცნობით, ტონალიმ დღეს გუნდისგან განცალკევებით ივარჯიშა, რაც მის თამაშს კალიარის წინააღმდეგ საეჭვოს ხდის.

წყაროს ცნობით, ტონალის ტრავმა მძიმე დარტყმის ბრალია და მას კუნთის ტრავმა არ აქვს, ამიტომ სანდრო თუ კალიარისთან არა, ატალანტასთან მაინც ითამაშებს.