Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბოლო ინფორმაცია ჩალჰანოღლუს და დონარუმას კონტრაქტებთან დაკავშირებით

Db Milano 31/10/2019 - campionato di calcio serie A / Milan-Spal / foto Daniele Buffa/Image nella foto: Gianluigi Donnarumma-Hakan Calhanoglu-Krzysztof Piatek PUBLICATIONxNOTxINxITA

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანი და დონარუმა შეთანხმებასთან ახლოს არიან. როსონერის ხელმძღვანელობამ მინო რაიოლასთან ფეხბურთელის ხელფასი უკვე შეათანხმა და დიდი ალბათობით ჯიჯო ახალ ხელშეკრულებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრამდე მოაწერს ხელს.

მილანისთვის სამწუხაროდ, სიტუაცია ჩალჰანოღლუსთან მიმართებაში გაცილებით რთულად არის. 26 წლის ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად მილანში 2.5 მილიონ ევროს იღებს, ხელფასის სახით სეზონში ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ 6 მილიონს ითხოვს, მილანი კი 3 მილიონზე მეტის გადახდას არ აპირებს.

სიტუაციას ისიც ართულებს, რომ ფეხბურთელის აგენტი თავისი კლიენტისთვის მომავალ გუნდს უკვე ეძებს და არაერთი წყარო ადასტურებს, რომ თურქი ფეხბურთელის სამსახური მან იუვენტუსს, ინტერს და სხვა რამდენიმე ევროპულ გრანდს შესთავაზა.