Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბოლო ლურსმანი პიანიჩის ტურინულ კარიერას?

იტალიური მედიის მტკიცებით,დღევანდელი სავარჯიშო სესიის დროს პიანიჩსა და მაურიციო სარის შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

La Stampa-ს მტკიცებით,მაურიციო სარი სერია ა-ს გასამართ შეხვედრაში პიანიჩის სასტარტო XI დაყენებას არ აპირებს და მის ნაცვლად,მოედანზე აარონ რემსი გავა.იტალიელ სპეციალისტს ბოსნიელი ფეხბურთელის სათადარიგო სკამზე დასმა კოპა იტალიას ფინალშიც უნდოდა,თუმცა ხედირას ტრავმამ გეგმები აურია.

სარის მდგომარეობა იუვენტუსში უფრო და უფრო უარესდება და იტალიელი ვალდებულია,უახლოესი შეხვედრები უმაღლეს დონეზე ჩაატაროს.ბოსნიელის ფორმა კი მიმდინარე სეზონში კრიტიკას ვერ უძლებს და მისი ტურინიდან წასვლაზე უკვე არაერთი კვირაა იწერება.

Leave a Reply

Your email address will not be published.