Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბოლო შანსი ფონსეკასთვის ?

დღეს პაულო ფონსეკასთვის და რომასთვის სეზონის უმნიშნელოვანესი მატჩია და პორტუგალიელი მწვრთნელი ჯალოროსის მთავარი მწვრთნელის ადგილსი შენარჩუნებას შეეცდება.

აიაქსი რომას ოლიმპიკოზე ესტუმრება და შეეცდება, რომ პირველ მატჩში განცდილი მარცხის შემდეგ თამაშ შემოაბრუნოს და ევროპა ლიგის ნახევარფინალში გასვლა მოახერხოს.

ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შემთხვევაში, პაულო ფონსეკას კონტრაქტი რომასთან ავტომატურად გახანგრძლივდება, თმცა იმის გათვალისწინებით, რომ რომა სერია ა-ში მე-7 ადგილზე იმყოფება და ჩემპიონთა ლიგის ზონას 7 ქულით ჩამორჩება, მათ ლიგის საგზურის მოსაპოვებლად ევროპა ლიგის მოგება მოუწევთ.

Calciomercato-ს ინფორმაციით, რომამ ფონსეკას გუნდიდან გაშვება უკვე გადაწყვიტა და ის ჯალოროსის რიგებში მომდევნო სეზონში მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩება, თუ ევროპა ლიგას მოიგებს და ჩემპიონთა ლიგის საგზურს გაინაღდებს…