ბოლო ცნობები არტური-პიანიჩის ტრანსფერზე

იუვენტუსი და ბარსელონა მოლაპარაკებებს წარმატებით აწარმოებენ და ტრანსფერის დახურვას მომავალ კვირაში აპირებენ.

ჯანლუკა დი მარციოს მტკიცებით,მხარეები ტრანსფერის ბოლო დეტალებს ათანხმებენ და ოფიციალურად მომავალი კვირის სამშაბათს-ოთხშაბადს დადასტურდება.

დი მარციოს მტკიცებით,იუვენტუსი არტურის სანაცვლოდ მირალემ პიანიჩს და 10 მილიონ ევროს გადაიხდის,შემდგომში ბრაზილიელის წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში კი ბონუსების სახით 5 მილიონს დაუმატებს.

არტურს საბოლოო თანხმობა ტრანსფერზე არ განუცხადებია,თუმცა თუ აქამდე ის მოლაპარაკებებზე უარს ამომბა,ახლა იუვენტუსის წარმომადგენლებთან ყოველდღიურ კონტაქტზეა და პირადი კონტრაქტის დეტალებს ათანხმებს.

Leave a Reply

Your email address will not be published.