Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბოლო 10 წლის განმავლობაში იტალიაში ფინანსური მოგება მხოლოდ 4-მა გუნდმა ნახა

სერია ა-მ გამოაქვეყნა ფინანსური ანგარიში, სადაც ირკვევა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში იტალიაში მოგება მხოლოდ ოთხმა გუნდმა – სასუოლომ, ატალანტამ, ნაპოლიმ და კროტონემ ნახა.

ამ სიას ერთპიროვნულად ნაპოლი ლიდერობს, რომელმაც გასული 10 წლის განმავლობაში მხოლოდ 3 სეზონი დაასრულა წაგებით და საერთო ჯამში 132.2 მილიონი ევრო გამოიმუშავა.

მეორე გუნდი ამ სიაში ატალანტაა – 58.1 მილიონიანი მოგებით, რომლის ძირითადი ნაწილიც ბოლო 4 წელზე მოდის. 4 წლის წინ ბერგამოელებმა 0.2 მილიონი, შემდეგ 26.7, ბოლო ორ სეზონში კი 24.4 მილიონი ევრო გამოიმუშავეს.

მესამე ადგილზე კროტონეა 3.5 მილიონით, თუმცა დიდწილად ეს იმის დამსხურებაა, რომ გუნდი ქვედა ლიგებში ასპარეზობდა და სახელფასო ხარჯები შედარებით ნაკლები ჰქონდა.

მეოთე და უკანასკნელი კი სასუოლოა, რომელსაც 10 წლის განმავლობაში 1.6 მილიონი შეუვიდა.

გასული დეკადიდს დროს ყველაზე დიდი ზარალი მილანს ჰქონდა – 914 მილიონი ევრო. მეორე ადგილზე ამ მხრივ რომაა – 527 მილიონი, ინტერს 470, იუვენტუსს კი 281.