ბონავენტურამ ფიორენტინაში სამედიცინო შემოწმებას გაივლის
ჯაკომო ბონავენტურამ ფიორენტინასთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა, სამედიცინო შემოწმებას უახლოეს საათებში გაივლის და იებთან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
მილანში გატარებული 6 წლის შემდეგ, ბონავენტურას როსონერისთან კონტრაქტი ამოეწურა და რამდენიმე კვირის წინ თავისუფალი აგენტი გახდა.
31 წლის ფეხბურთელმა მილანის შემადგენლობაში 184 მატჩი ჩაატარა, 35 გოლი გაიტანა და 30 საგოლე გადაცემა გააკეთა.