Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბონავენტურა:“ოცნებაში ვცხოვრობდი“

როგორც უკვე მოგახსენეთ,მილანმა ჯაკომო ბონავენტურასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა და 6 სეზონის შემდეგ ის გუნდს ტოვებს.

30 წლის ფეხბურთელმა მილანის რიგებში 184 შეხვედრა ჩაატარა,35 გოლი გაიტანა და 30 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ბონავენტურა დიავოლოს ემოციური წერილით დაემშვიდობა.

„მილანში გატარებული წლები დაუვიწყარი იყო,ეს ოცნებაში ცხოვრებას ჰგავდა.

„მინდა თითოეულ იმ ადამიანს მადლობა გადავუხადო,ვინც ამ შესანიშნავ წლებს ჩემთან ერთად იზიარებდა.პრეზიდენტებს,მწვრთNელებს,დირექტორებს,თანაგუნდელებს და სტაფის თითოეულ წევრს.

„მადლობა ყველა იმ ადამიანს,რომლებიც კულისებში მუშაობენ,თქვენ გუნდის მამოძრავებელი ძალა ხართ.

„მადლობა მილანის ყველა გულშემატკივარს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.თქვენი მხურვალე ქომაგობა ჩვენ რთულ მომენტებში ყოველთვის გვეხმარებოდა.სან სიროს ატმოსფერო რაღაც განსაკუთრებულია და ამას არასოდეს დავივიწყებ.

„თქვენ ჩემს გულში ყოველთვის იქნებით!“

Leave a Reply

Your email address will not be published.