Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბონავენტურა:“ მილანური დერბი გამორჩეულია“

ფიორენტინას ნახევარმცველმა, ჯაკომო ბონავენტურამ, რომელიც როსონერი გასული სეზონის შემდეგ დატოვა, მილანურ დერბიზე ისაუბრა.

„მილანური დერბი გამორჩეულია და იმ განცდას, რაც მე მილანში ყოფნის დროს ინტერის წინააღმდეგ თამაშისას განვიცადე, არასოდეს დავივიწყებ.

„შესანიშნავი ემოციაა, როდესაც გადავსებულ სტადიონს უყურებ. სამწუხაროდ გულშემატკივრების გარეშე ხვალინდელ მატჩს ისეთი მუხტი აღარ ექნება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ წინ შესანიშნავი სანახაობა გველოდება.“