Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბონერამ პიოლიზე, იბრაზე და სხვა თემებზე კომენტარი გააკეთა

მილანის დამხმარე მწვრთნელმა დანიელე ბონერამ სტეფანო პიოლის, გუნდის წევრების და მილანის ამბიციების შესახებ ისაუბრა

„პიოლის საუკეთესო თვისებები ? სტეფანოს ბევრი კარგი მახასიათებელი აქვს, მაგრამ თუ საუკეთესო უნდა დავასახელი, მისი ვარჯიშები და გასახდელში ფეხბურთელი ურთიერთობა საუკეთესო თვისებებია.

„ფეხბურთელი, რომლის თამაშმაც ყველაზე მეტად გამაკვირვა ? კესი, რომელმაც ყველა ასპექტში ძალიან დიდი პროგრესი განიცადა. მან დაამტკიცა, რომ ნამდვილი ლიდერია როგორც მოედანზე, ასევე გასახდელში და მჯერა, რომ მილანს მასთან ერთად დიდი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია.

„ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება ? მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მე-4 კალათაში ვართ განთესილი, მილანის წინააღმდეგ თამაში ბევრ გუნდს არ ენდომება. როსონერი ჩემპიონთა ლიგაზე ყოველთვის კარგად ასპარეზობდა და იმედი გვაქვს, რომ მომდევნო სეზონი ჩვენთვის უფრო წარმატებული იქნება.

„იბრა ? ის იმასთან შედარებით, როდესაც ჩვენ თანაგუნდელები ვიყავით, ძალიან შეცვლილია. ის ახლა უფრო მეტს საუბრობს, ახალგაზრდა ფეხბურთელებს ხშირად რჩევებს აძლევს და მწვრთნელთან საინტერესო დიალოგი აქვს. ეკრანებიდან შესაძლოა ის ტრაბახ ადამიანად ჩანს, თუმცა სინამდვილეში ზლატანი ძალიან მგრძნობიარე და კეთილი ადამიანია.“

გათიშვა