Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბონერა:“ განსხვავებული მილანი…“

ლილთან მატჩის შემდეგ დანიელე ბონერამ კომენტარი გააკეთა.

მატჩის მიმოხილვის სანახავად დააკლიკეთ აქ.

„ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ და ერთადერთ მომენტში, როდესაც ყურადღება მოვადუნეთ, გოლი მივიღეთ. ლილთან პირველი მატჩისგან სრულიად განსხვავებული შეხვედრა ჩავატარეთ.

„ჩვენი იდენტობა ? გუნდური სული, თითოეული ფეხბურთელის ჩართულობა და ძალიან, ძალიან ბევრი მუშაობა. მილანში იდეალური სიტუაციაა და ერთმანეთთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს.

„მომავალი შეხვედრები აუცილებლად უნდა მოვიგოთ და დღევანდელი თამაშიდან გამომდინარე, ჩვენ ამის გაკეთება ნამდვილად შეგვიძლია.“

სანდრო ტონალის დღეს თამაშის ძირითად შემადგენლობაში დაწყების საშუალება მიეცა და გოლის ეპიზოდში უდიდესი წვლილი შეიტანა.

„ის ჩვენი ნაწილია, გუნდს ტონალის სჯერა და მან ჩვენი იმედები დღესაც გაამართლა. სანდრო სერიოზული და ინტელიგენტი ფეხბურთელია, რომელსაც ძალიან დიდი მომავალი აქვს.

„იბრა ? ყველამ იცის, თუ რამდენად დიდი ფიგურაა იბრა და მისი ყოფნა როგორც ტექნიკური, ასევე ემოციური კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მილანს იბრასთან და მის გარეშე გუნდური სული ეტყობა.

„ბენასერი ? ის ძალიან გაიზარდა და გუნდს საჭირო მომენტებში დახმარების ხელს უწვდის, მაგრამ მე კონკრეტულ ფეხბურთელებზე ვერ ვისაუბრებ. ჩვენ საკუთარ ძალებში დარწმუნებულები ვართ და მომავალს პოზიტიურად ვუყურებთ.“