Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბონერა:“ იბრას დასვენება სჭირდებოდა, ჩალჰანოღლუ მილანზეა კონცენტრირებული“

დანიელე ბონერამ, რომელიც სტეფანო პიოლის არყოფნის დროს მთავარი მწვრთნელის ამპლუას ირგებს, ნაპოლისთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„ნაპოლიში დაბრუნებით და იმ ფაქტით, რომ გატუზოსთან პაექრობა მომიწევს, ძალიან ბედნიერი ვარ.

„ჩვენ უკვე დიდი ხანია ძალიან კარგი მეგობრები ვართ და საშუალება მომეცემა, რომ თამაშამდე მას გავესაუბრო.

„უშუალოდ მატჩს რაც შეეხება, ყველა შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ხვალინდელ დუელს ფინალს ვერ დავარქმევდი. ხვალ გვექნება შანსი, რომ ჩვენი საბოლოო მიზნისკენ კიდევ ერთი პატარა ნაბიჯი გადავდგათ.

„პიოლისთან ძალიან მჭიდრო კავშირი მაქვს და ჩვენ გადაწყვეტილებებს ისე ვიღებთ, როგორც გუნდს შეეფერება. მილანის ხელმძრვანელობამ ნდობა გამომიცხადა, რისთვისაც მადლობელი ვარ.

„ხვალ ძნელი თამაში გველოდება, რომელშიც ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენა მოგვიწევს. სამწუხაროდ ლეაო ტრავმირებულია და ის გუნდს ვერ დაეხმარება, რებიჩი კი ჯერჯერობით 100 პროცენტით მზად არ არის, თუმცა შესაძლოა მან ითამაშოს.

„იბრას რაც შეეხება, მას დასვენება სჭირდებოდა და სანაკრებო პაუზა ამაში ძალიან დაეხმარა. ის ჩვენი ლიდერია და მისი მოედანზე ყოფნის მნიშვნელობა კარგად ვიცით.

„დაარტყავს თუ არა იბრა პენალტს ? ზლატანმა ამ თემაზე კომენტარი უკვე გააკეთა, თუ პენალტი დაინიშნა, მას კესი შეასრულებს.“

მილანი და ჩალჰანოღლუ ახალ კონტრაქტზე მუშაობენ, თუმცა შეთანხმებისგან საკმაოდ შორს არიან.

„ჰაკანის თამაშით ყველა კმაყოფილია და მე მის კონტრაქტზე საუბარს არ ვაპირებ. დარწმუნებული ვარ, რომ ის მილანზეა კონცენტრირებული და მოედანს მიღმა მიმდინარე პროცესები მის თამაშზე გავლენას ვერ მოახდენს.“