Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბონერა:“ კესი დიდებული ფეხბურთელია“

დანიელე ბონერამ ფიორენტინასთან გამარჯვების შემდეგ, რომელშიც მილანმა 2 – 0 იმარჯვა, კომენტარი გააკეთა.

„დღეს ჩვენ კიდევ ერთი პატარა ნაბიჯი გადავდგით იმისკენ, რომ სეზონი პოზიტიურად დავასრულოთ. ევროპა ლიგის შემდეგ თამაში ყოველთვის რთულია, თუმცა ჩვენ ყველას დავანახეთ, თუ რაოდენ დიდი გუნდია მილანი.

„ჩვენ თამაშის შემდეგ პიოლის დავურეკეთ და გამარჯვება ერთად აღვნიშნეთ. სტეფანო ყოველთვის ჩვენს გვერდით არის და ვარჯიშებსაც კი ძალიან დიდი ყურადღებით აკვირდება, იმედია ის კორონა ვირუსს ძალიან მალე დაამარცხებს და თავის ადგილს დაუბრუნდება.

„ბოლო პერიოდში რომანიოლის მიმართ ძალიან დიდი კრიტიკა წამოვიდა, რაც სრულიად გაუგებარია, რადგან მას ტრავმის გამო ბევრი გაუცდა, თუმცა დღეს მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელი და გუნდის ლიდერია.

„კესი ? ჩვენ ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. თავიდან ჩვენ ვფიქრობდით, რომ ის მხოლოდ კუნთები იყო, თუმცა მან ყველას დაუმტკიცა, რომ შესანიშნავი ფიზიკის მიღმა ძალიან ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია.“

ჩალჰანოღლუმ სეზონი დიდებულად დაიწყო, თუმცა რაც მისი გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ საუბარმა იმატა, მისი თამაშის ხარისხი ისეთ დონეზე ვეღარ არის.

„ჩალჰანს მიმართ მთელს გუნდს ძალიან დიდი რწმენა აქვს. მისი პირდაპირი დავალება გოლების გატანა არ არის, ამიტომ ამ კუთხით ჰაკანის თამაშის შეფასება არასწორია. ის გუნდისთვის ძალიან დიდი ძალაა და მილანს მისი იმედი აქვს.“