Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბონერა:“ მილანი სწორ გზაზეა, თუმცა…“

დანიელე ბონერამ ნაპოლისთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის მდგომარეობაზე ისაუბრა, რომელმაც ტრავმა მიიღო.

მატჩის მიმოხილვის საყურებლად დააკლიკეთ აქ.

„ჯერჯერობით ზლატანის მდგომარეობაზე ინფორმაცია არ გვაქვს, მისი ტრავმა კუნთის პრობლემას ჰგავს, მაგრამ საბოლოო დიაგნოზის გასაგებად რამდენიმე დღე მოცდა მოგვიწევს.

„დღევანდელ მატჩს რაც შეეხება, ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, თუმცა ახლა სკუდეტოზე საუბარი ძალიან ადრეა.

„პიოლის თამაშის შემდეგ ვესაუბრე და ის ძალიან ბედნიერი გახლდათ. ჩვენ შესანიშნავი შემადგენლობა გვყავს, მთელი გუნდი ერთ მუშტად არის შეკრული და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი მომავალშიც ასე იქნება.

„არის თუ არა ამ ეტაპზე სერია ა-ში მილანზე ძლიერი გუნდი ? ჩვენ უკვე არაერთი გაკვეთილი გვქონდა იმისა, რომ მეტოქის დაუფასებლობა ძალიან ძვირად შეიძლება დაგიჯდეს. დღეს ჩვენ სერია ა-ს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშეთ და საბედნიეროდ გავიმარჯვეთ, თუმცა წინ ბევრი ურთულესი შეხვედრა გველოდება.

„იტალიაში არიან გუნდები, რომლებიც შემადგენლობის გასაძლიერებლად ძალიან დიდ თანხებს ხარჯავენ და სკუდეტოს და სხვა ტიტულების მოსაპოვებლად იბრძვიან. სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენ გუნდის შენების საწყის ეტაპზე ვართ და ტიტულებზე ჯერჯერობით არ ვსაუბრობთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მოდუნების საშუალება გვაქვს.

„გუნდმა ისწავლა, თუ როგორ უნდა მოემზადოს ნებისმიერი თამაშისთვის და როგორ უნდა იპოვოს საჭირო მოტივაცია, რაც ამბიციური პროექტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ეს ყველაფერი მომავალია, ახლა კი ჩვენ აწმყოში ვართ და არავის უთქვამს ჩვენთვის, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ჩვენი მიზანია, რომ გუნდი თამაშიდან თამაშამდე განვითარდეს და სეზონის ბოლოს ჩვენი მიღწევებით კმაყოფილები ვიყოთ.“