Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბონერა:“ ჩვენ გამარჯვება გვსურს!“

დანიელე ბონერამ ლილთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„მე ალბათ ახლა უნდა ვთქვა, რომ ფრე ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი შედეგი იქნება, მაგრამ ჩვენ ყველა თამაშში გამარჯვება გვსურს. ეს მენტალობა მილანის ისტორიის ნაწილია და ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ამაზე უარი ვთქვათ.

„თამაშების მოგება გუნდს ყოველთვის დამატებით მოტივაციას და თავდაჯერებულობას აძლევს. ხვალ მილანი ჯგუფის ლიდერს შეხვდება, სამწუხაროდ პირველ ტურში მათთან შეცდომები დავუშვით და შევეცდებით, რომ ხვალ აღარ გავიმეოროთ.

„ლილი ძალიან კარგი გუნდია, კარგი ფეხბურთელებით, ისინი ლიგა 1-ის მეორე პოზიციას იკავებენ და ეს შემთხვევითობა არ არის.

„ჩვენ თამაში 3 დღეში ერთხელ გვიწევს, მაგრამ ასეთ გრაფიკს უკვე მივეჩვიეთ. მილანს ძალაინ ძლიერი შემადგენლობა ჰყავს და ასეთ რეჟიმში თამაში პრობლემა არ არის.

„სამწუხაროდ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ტრავმირებულია, თუმცა მთავარი გუნდური სულია და ჩვენ ისეთივე მონდომებით უნდა ვითამაშოთ, როგორც ნაპოლის წინააღმდეგ.

„იბრა ცდილობს, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში დაბრუნდეს. ეს სიახლე არავისთვის არის, იბრას ყველა კარგად იცნობს, ის დიდებული ათლეტი და გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.“