ბონიეკი:“ იუვენტუსი სკუდეტოს მოიგებს, ინტერი და სხვები მეორე ადგილისთვის იბრძვიან“
იუვენტუსის ყოფილი ფეხბურთელის და პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ზბიგნევ ბონიეკის აზრით, იუვენტუსი სერია ა-ში კვლავ უკონკურენტოა.
„ინტერი, ნაპოლი და ატალანტა საუკეთესოები არიან. იუვენტუსზე საუბარი არ მაქვს, მათ საკუთარი ლიგა აქვთ და სკუდეტოს კვლავ ტურინელები მოიგებენ, სხვა დანარჩენები კი მეორე ადგილისთვის იბრძვიან.“