Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბონინსენია:“ ინტერს დიდებული შეტევის ხაზი ჰყავს“

ინტერის ყოფილმა ფორვარდმა რობერტო ბონინსენიამ ინტერის შეტევის ხაზზე ისაუბრა.

„ლაუტარო მარტინესი და ხოაკინ კორეა დიდებულ დუეტს შექმნიან. ისინი თანაგუნდელები ახლახანს გახდნენ, თუმცა იგრძნობა, რომ ერთმანეთს დახუჭული თვალებით უგებენ.

„ინძაგის მათი სახით შესანიშნავი დუეტი ჰყავს, რომელიც გუნდს ძალიან კარგ ბალანსს მისცემს.

„ინტერმა სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ერიქსენის, ჰაკიმის და ლუკაკუს სახით 3 უმნიშნელოვანესი ფეხბურთელი დაკარგა, მაგრამ ჯეკოს ცენტრში ყოფნით ინძაგის 3-5-2-ს იგივე კალიბრის შეტევა ექნება, როგორიც გასულ სეზონში კონტეს ჰქონდა.

„ლუკაკუს შეცვლა მარტივი არ არის, ეს თითქმის შეუძლებელია, მაგრამ ჯეკოს ამის გაკეთება ნამდვილად შეუძლია იმის მიუხედავად, რომ ის ახალგაზრდა აღარ არის. თუ ის კარგ ფიზიკურ კონდიციებშია, მას მოედანზე სხვაობის შექმნა ჯერ კიდევ შეუძლია.“