ბონუჩი:“იუვენტუსის პასუხი კრიტიკოსებს“

იუვენტუსის კაპიტანმა ბოლონიასთან 2 – 0 გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ეს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა იყო არა მხოლოდ სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით,არამედ თითოეული ჩვენთაგანისთვის,რომ ჩვენს ძალებში რწმენა დაგვებრუნდებინა და კრიტიკოსებისთვის გვეპასუხა.

„ამ გუნდში დიდი ფეხბურთელები და კიდევ უფრო დიდი ადამიანები თამაშობენ.ჩვენ მოედანზე ყველანაირ მსხვერპლს ვიღებთ,რომ გამარჯვება სახლში წავიღოთ და გულშემატკივარი გავახაროთ.

„ბოლო ორი შეხვედრის შემდეგ,ბევრი უაზრო კრიტიკა მოვისმინეთ ჩვენი მიმართულებით და ამაზე პასუხი უნდა გავეცა არა სიტყვებით,არამედ ჩვენი თამაშით.ჩვენ როგორც ყოველთვის,ერთმანეთს ვესაუბრეთ და კონკრეტული მიზნები დავისახეთ,რისი ნაწილიც დღეს თქვენ მოედანზე ნახეთ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.