Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბონუჩი:“იუვენტუსმა რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა…“

ლეონარდო ბონუჩიმ ლიონთან მარცხის და ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ძალიან იმედგაცრუებულები ვართ.ვიცოდით,რომ ლიონი მთელი გუნდით დაცვაში ჩაჯდებოდა და თავის შანსებს დაელოდებოდა.ბევრი საგოლე შანსი შევქმენით,თუმცა სამწუხაროდ მხოლოდ შანსები საკმარისი არ არის.

„საფრანგეთში ბევრად უკეთ თამაში გვმართებდა.იმ შეხვედრაში გუნდმა სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი თამაში ჩაატარა და ამის გამო დავისაჯეთ კიდეც.

„95 წუთის განმავლობაში გუნდი უტევდა და ყველას დავანახეთ,რომ გუნდი კარგ ფიზიკურ კონდიციაშია.ჩვენ 4-5 საგოლე მომენტი შევქმენით,ლიონს კი პენალტის გარდა მომენტი არ ჰქონია.ისინი მომდევნო ეტაპზე გავიდნენ და სხვა გზა არ დაგვრჩენია,რომ მივულოცოთ და წარმატებები ვუსურვოთ.

„იყო თუ არა ეს სეზონი წარუმატებელი?წელს ძალიან რთული და უჩვეულო სეზონი გამოვიდა, რადგან ტურნირების ბედი ივლისსა და აგვისტოში წყდება.სკუდეტოს მოგება მოვახერხეთ,თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე ვერაფერს გავხდით,ჩვენ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთეთ…“

Leave a Reply

Your email address will not be published.