Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბონუჩი:“მილანში გადასვლა უსარგებლო არ ყოფილა“

ბონუჩს თქმით,მილანში გადასვლამ ლეო უკეთეს ადამიანად აქცია და მიახვედრა,რომ მისი სახლი იუვენტუსი იყო.

ბონუჩი 2016-17 წლების სეზონში ალეგრისთან კონფლიქტის გამო მილანში გადავიდა,ერთი სეზონის შემდეგ კი უკან,იუვენტუსში დაბრუნდა.

„ეს ჩემთვის უმძიმესი სეზონი იყო როგორც პროფესიონალური,ასევე პერსონალური თვალსაზრისით.

„გუნდში უთანხმოება გვქონდა და ჩემპიონთა ლიგის წაგების შემდეგ,ცუდი გადაწყვეტილება მივიღე.

„თუმცა უნდა ვთქვა,რომ ამ გადაწყვეილებამ ჩემზე,როგორც ადამიანზე კარგად იმოქმედა და უკეთეს პიროვნებად მაქცია.

„მილანში გატარებულმა თვეებმა მიმახვედრა,რომ ჩემი მოწოდება იუვენტუსია და ჩემი ოჯახი სწორედ იქ არის.

„მილანში საოცარი ხალხი გავიცანი,პირველ რიგში გატუზო.რთული წელიწადი იყო,თუმცა უსარგებლოს ნამდვილად ვერ დავარქმევ.

„საბოლოოდ,სახლში დაბრუნება არაჩვეულებრივი შეგრძნება იყო.“