Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბონუჩიმ კორონა ვირუსი დაამარცხა

იუვენტუსმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ლეო ბონუჩიმ კორონა ვირუსი დაამარცხა.

ბონუჩის კორონა ვირუსი 1 აპრილს, იტალიის ნაკრებში თამაშის შემდეგ დაუდასტურდა და ამ დროის განმავლობაში 3 მატჩი გამოტოვა.

იუვენტუსის ვიცე-კაპიტანს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება და გუნდთან ერთად ვარჯიშს განახლებს.