Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბონუჩიმ სიტი უარით გაისტუმრა

მანჩესტერ სიტიმ იუვენტუსს ლეონარდუ ბონუჩის თაობაზე მიმართა, თუმცა 33 წლის ფეხბურთელმა ინგლისელები უარით გაისტუმრა და ტურინის დატოვებას არ აპირებს.

Sky Sport Italia-ს მტკიცებით, სიტი ბონუჩის გაფორმებას გასულ ზაფხულსაც ცდილობდა და გუარდიოლას მოთხოვნით მათ ბედი კიდევ სცადეს, თუმცა ლეოს იუვესთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს და გუნდიდან წასვლას არ გეგმავს.

ბონუჩიმ იუვენტუსში ყოფნის პერიოდში 407 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ამ დროის განმავლობაში 8 სკუდეტოს და 3 იტალიის თასის მოგება  მოახერხა.

Leave a Reply

Your email address will not be published.