Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბონუჩის ბოდიში აძურის ქომაგებს…

ლეონარდო ბონუჩიმ, რომელიც გუშინ ესპანეთის წინააღმდეგ კაპიტნის სამკლაურით თამაშობდა, თუმცა წითელი ბარათის გამო მოედნის დატოვება ვადაზე ადრე მოუწია, სოციალური ქსელის მეშვეობით ბოდიში მოიხადა.

„მე იმაზე მეტად გაბრაზებული ვარ, ვიდრე თქვენ და ეს პირველ რიგში ჩემს თავს ეხება. მე ვწუხვარ და ბოდიშს გიხდით, მაგრამ იტალია იმაზე ძლიერი დაბრუნდება, ვიდრე ოდესმე ყოფილა.“

იტალიამ, რომელიც ტაიმზე მეტის თამაში კაცნაკლულს მოუწია, ესპანეთთან მატჩი 2 – 1 დათმო და 37-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.