Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბონუჩის ემოციური მიმართვა კიეზას

იუვენტუსის უკანახაზელმა ლეონარდო ბონუჩიმ ფედერიკო კიეზა, რომელიც ტრავმის გამო მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს, სოციალური ქსელის მეშვეობით გაამხნევა.

„ახლა ყველა გეტყვის, რომ ჩვენ შენთან ვართ, რომ შენ მოედანზე უფრო ძლიერი დაბრუნდები, ვიდრე ოდესმე, მე კი გეტყვი, რომ ახლა ყველაფერი შენზეა დამოკიდებული.

„შენ ახლა ორი გზა გაქვს, ერთის შესახებ მე საუბარსაც არ ვაპირებ, მეორე კი უკვე დაიწყო და ის ყოველდღე დაუღალავად შრომას მოიცავს, როგორც ჩვენ ზაფხულში ვთქვით, ერთ ჯერზე წინ თითო სანტიმეტრით უნდა წავიწიოთ, რომ უკეთესი ადამიანი და უკეთესი ფეხბურთელები გავხდეთ.

„შენ უკვე იცი, სად მიგიყვანს ეს გზა და მე შენ იქ დაგელოდები.“