Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბონუჩის კუნთის ტრავმა არ დაუდასტურდა

იუვენტუსმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ლეონარდო ბონუჩის დღეს ტესტი ჩაუტარდა და საბედნიეროდ კუნთის დაზიანება არ გამოვლინდა.

იუვეს უკანახაზელმა ვერონას წინააღმდეგ მატჩის დროს ბარძაყის არეში დისკომპორტი იგრძნო და იყო საშიშროება, რომ მას კუნთის ტრავმა ჰქონდა.

ამის მიუხედავად, მისი თამაში ბარსელონას წინააღმდეგ კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და კიელინის და დე ლიხტის არყოფნის ფონზე ეს გუნდისთვის ძალიან დიდი დანაკლისია.

გათიშვა