Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბონუჩის მატჩისშემდგომი კომენტარი

იუვენტუსმა 10-კაციან მილანთან ფრედ 0-0 ითამაშა და კოპა იტალიას ფინალში გავიდა.

ბიანკონერიმ დომინაცია პირველივე წუთებიდან დაიწყო და ანტე რაბიჩის მოედნიდან გაძევების შემდეგ,ბევრი არც არაფერი შეცვლილა.კრიშტიანუ რონალდუმ პენალტი გააცუდა და იუვენტუსმა პირველ ტურში გასვლაზე გატანილი გოლის წყალობით,ფინალში გააღწია.

„ყველაზე მნიშვნელოვანი მომდევნო ეტაპზე გასვლა იყო და ჩვენ ეს შევძელით.

„თავიდან უცნაური და ძალიან ძნელი იყო,ცარიელი სტადიონი 90 დღის შემდეგ.მილანმა 10 კაცით საკმაოდ კარგად ითამაშა.მართალია ვერ მოვიგეთ,თუმცა მომდევნო ეტაპზე გავედით და აუცილებლად მოვუმატებთ.

რონალდუს გაფუჭებულ პენალტზე იტალიელმა განაცხადა:

„საუკეთესოებსაც მოსდით შეცდომები,მილანს ნებისმიერ მომენტში შეეძლო გატანა,ამიტომ ყურადღებით მოგვიწია ყოფნა.დიდ რონალდუს დიდ იუვეში კიდევ ვიხილავთ.

„მთელმა მსოფლიომ საშინელი დღეები გადავიტანეთ და ნაბიჯ-ნაბიჯ ყოველდღიურ ცხოვრებას უნდა დავუბრუნდეთ.იმედი მაქვს,ფინალში უკეთ ვითამაშებთ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.