Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბონუჩი:“ ამ 3 ქულით ჩვენ ბედნიერები არ უნდა ვიყოთ…“

ლეონარდო ბონუჩიმ უდინეზესთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და გამარჯვების მიუხედავად, იტალიელი ფეხბურთელი გუნდის თამაშით კმაყოფილი აშკარად არ იყო.

„ჩვენ სახლში 3 ქულა მიგვაქვს, მაგრამ თუ ჩვენ ამ თამაშით კმაყოფილები ვართ, მაშინ გუნდი ვერაფერს სწავლობს.

„გუნდმა ფაქტობრივად თავისი რეალური სახე ბოლო 10 წუთში გამოავლინა და ჩვენ ვერ ვახერხებთ, რომ მთელი მატჩის განმავლობაში საჭირო ტემპით ვითამაშოთ, მაგრამ ასეა თუ ისე, ახლა ჩემპიონთა ლიგის საგზური უნდა მოვიპოვოთ, ეს ყველაფერზე მნიშვნელოვანია.

„მატჩის ბედს რამდენიმე ინციდენტი წყვეტს. ჩვენ მათ ერთი გოლი ვაჩუქეთ, რაც სამწუხაროდ მიმდინარე სეზონში პირველად არ მომხდარა და გუნდმა თვისი შეცდომების გამო უამრავი ქულა გაანიავა.

„ახლა გუნდმა მომდევნო შეხვედრაზე უნდა იფიქროს, რომელში გამარჯვებაც უმნიშვნელოვანესი იქნება. დღეს უდინეზეს ბევრი მომენტის შექმნის საშუალება არ მივეცით, თუმცა 80 წუთის განმავლობაში იმ თამაშის ჩვენება ნამდვილად ვერ შევძელით, რაც იუვენტუსს ეკადრება და როგორც ბოლო 10 წუთში ვითამაშეთ.

„ეპოქა დასრულდა, რაშიც სამწუხაროდ ჩვენი ბრალი უდიდესია, რადგან გუნდმა ძალიან ბევრი ქულა გაანიავა, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ინტერი ყველაზე სტაბილური გუნდი იყო და მათ გამარჯვება დაიმსახურეს.

„დღეიდან იუვენტუსის ისტორიაში ახალი თავი იწყება. ჩვენ ის შიმშილი და გამარჯვების სურვილი უნდა დავიბრუნოთ, რომლითაც ბოლო 9 წლის განმავლობაში ვთამაშობდით და ვდომინირებდით. ეს ეპიკური სერია იყო, რისი განმეორებაც ყველას გაუჭირდება.

„ინტერს ვულოცავ, მათ სკუდეტო დაიმსახურეს, მაგრამ ჩვენ ფეხზე ძალიან მალე წამოვდგებით.“