Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბონუჩი:“ ასეთი თამაში იუვეს არ ეკადრება“

ბარსელონასთან მარცხის შემდეგ გუნდის კაპიტანმა აღიარა, რომ გუნდი ბოლო პერიოდში ჩვეულ სტანდარტებს ვეღარ აკმაყოფილებს.

„ახლა ის მომენტია, როდესაც ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ და თითოეული ქულის მოსაპოვებლად კბილებით ვიბრძოლოთ.

„ბოლო პერიოდში ჩვენი თამაში იუვენტუსის მაღალ სტანდარტებს არ შეესაბამება. დღეს ორივე გუნდს ბევრი ფეხბურთელი აკლდა, თუმცა ჩვენ ძალიან ბევრი ტექნიკური შეცდომა დავუშვით და ბარსელონას საქმე გავუმარტივეთ.

„ჩვენ წინ ძალიან გრძელი გზა გველის. ვიცით, რომ დღეს უკეთ უნდა გვეთამაშა და ეს პირადად მეც მეხება.

„ერთადერთი, რაც მახარებს არის ის, რომ ჩვენ ბურთთან უფრო ხშირად გვინდა ყოფნა. ეს გარკვეულ რისკებთან არის დამოკიდებული, რადგან უკან უფრო მეტი სივრცე რჩება და ამაზე ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს.

„ჩვენ გუნდში ბევრი ახალი ფეხბურთელი გვყავს, რომლებსაც ევროპულ ასპარეზზე თამაშის გამოცდილება არ აქვთ და ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა განვითარდეთ. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელები გვაკლია და ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ თამაში ყოველ მე-3 დღეს გვიწევს, რამაც დღევანდელ შეხვედრაში ჩვენს თამაშს დაღი დაასვა.

„ჩვენ ახლა ეს მარცხი წარსულს უნდა ჩავაბაროთ და ერთიანად მომდევნო მატჩზე დავიწყოთ ფიქრი.“